მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მევენახეების მოლოდინები - რატომ არის მნიშვნელოვანი მევენახეობის კონფერენცია?

BM.GE
17.05.19 18:35
1258
მევენახეობის კომფერენციის თემა, რომელიც 18 მაისს კაჭრეთის აბასადორში გაიმართება, არის „მევენახეთა სექტორში არსებული გამოწვევების და მათი გადაჭრის გზები“, ხოლო განსახილველი საკითხებია: ვაზის ჯიშები და ვაზის სანერგე სექტორი, ადგილწარმოშობის დასახელებები და გეოგრაფიული აღნიშვნები, ვენახების კადასტრი, საოჯახო ტიპის მარნები და მათი განვითარება, ახალი თაობის შხამ-ქიმიკატები და სასუქები მევენახეობაში, ტრაქტორები და მევენახეობის მექანიზაცია და სხვა.

კონფერენციას გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქპატენტის სასწავლო ცენტრის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შპს „აგროტექნოს“ წარმომადგენლები გაუძღვებიან.


სტუმარი: მაკა ხაზიური - კახეთის ხმის ჟურნალისტი