მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე ჰესი პანკისში - რა როლი აქვს "ხადორი -3"-ს საქართველოს ენერგეტიკაში?

BM.GE
22.04.19 23:37
912
„ხადორი - 3“ - ახალი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების, ან შეფერხების გზაზე. მოკლედ თუ შევაფასებთ, სწორედ ასეთია დღეს იმ მცირე ელექტროსადგურის როლი, რომლის მშენებლობაც პანკისის ხეობაში ქვების, რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის თანხლებით გაჩერდა. ამ პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, დღეს ენერგეტიკის სექტორისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გამოსავალზე დაიწყეს მსჯელობა, თუ როგორ უნდა უპასუხონ ინვესტორებმა ადგილობრივენის პროტესტს, ან ინფორმაციის ნაკლებობას.