14.ივნისი .2019 10:01

კომუნიკაციების მომხმარებელთა უფლებების დაცვა

287
უკან

კომუნიკაციების კომისია შპს „მაგთიკომისთვის“ 17 ივნისიდან CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით კომპანიას აბონენტების უწყვეტი ქსელით უზრუნველყოფისათვის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს. ამავე დროს მარეგულირებელმა გამოთქვა მზადყოფნა მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო გამოსავალზე უარი განაცხადა. თავის მრივ მაგთიკომის არგუემნეტებიც მოვიკითხეთ და კომპანიაში განმარტავენ, რომ მაგთიკომი არაერთგზის შეეცადა, შეენარჩუნებინა მაგთი ფიქსის მომსახურება, გაეგრძელებინა CDMA ლიცენზიის მოქმედების ვადა და გაეთვალისწინებინა მომხმარებლების, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესები, მიუხედავად იმისა, რომ CDMA ტექნოლოგია მორალურად მოძველებულია და მაგთი ფიქსის აბონენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. კომპანია მზად არის განიხილოს და დაეთანხმოს ნებისმიერ გონივრულ წინადადებას, რაც შესაძლებელს გახდის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, უზრუნველყოფილ იქნას მაგთი ფიქსის მომსახურების უწყვეტობა.



სტუმარი: გვანცა ჩხეიძე - მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი