მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია "აკვალაინი", ანუ სუფთა წყალი სახლშიც და აუზშიც

BM.GE
15.04.19 14:49
1658
ლოპოტა, პარაგრაფი, ძველი აბანოები, ყვარლის ტბა, არტჰაუსი და ოლიმპიური აუზი -  ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც კომპანია „აკვალაინს“ უკავშირდება. ბრენდს, რომლის მეშვეობითაც, დღეს საქართველოში აუზის მშენებლობა აღარ წარმოადგენს ქაოტურ პროცესს. იწყებენ პროექტირებით და ითვალისწინებენ ყველა იმ დეტალს, რომელიც მომხმარებლის სიამოვნებაზეა გათვლილი.  მართალია დასრულებული პროექტების სია ვრცელია, თუმცა მიმდინარეც არანაკლებია. კომპანია რომლის ისტორიაც საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან იწყება, დასაწყისში მხოლოდ 5 თანამშრომელს აერთიანებდა, მას შემდეგ 13 წელი გავიდა და გაიზარდა როგორც მისი მასშტაბები, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც, რომელიც დღეს 50-ს აჭარბებს.