მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში ქარსაფარი ზოლების აღდგენა გაშენების პროექტი დაიწყო

BM.GE
18.07.19 09:07
757
კახეთის რეგიონში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლები გაშენდება. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განმარტავენ, რომ ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. ,,პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.