მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღი აშენდება

BM.GE
18.06.19 09:52
864
კასპის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება. იგოეთში, სადგურ-მეტეხსა და გრაკალში, სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მას შემდეგ გამოაცხადებს, რაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდება. სამივე საბავშვო ბაღი საერთო ჯამში კასპის მუნიციპალიტეტს 2 000 000 ლარი დაუჯდება. Qartli.ge-სთან მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ სოფელ გრაკალში სულ 13 აღსაზრდელია, რომლებიც უკვე 3 წელია ნაქირავებ ფართში იღებენ სკოლამდელ განათლებას. ასევე სამი წელია მეტეხი-სადგურიდან 25 ბავშვი კასპის პირველ საბავშვო ბაღში დაჰყვათ. რაც შეეხება იგოეთს, აღნიშნული სოფლიდან სკოლამდელი განათლების მისაღებად 40-მდე ბავშვი სოფელ სამთავისის საბავშვო ბაღში დაჰყავთ.