მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონმდებლობა საგზაო უსაფრთხოებისთვის

BM.GE
25.04.19 12:15
647
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ინიციატივით, მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდება. უწყებას ამ თემაზე უკვე მომზადებული აქვს ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მიბმულ ქულათა სისტემაზეც აისახება. 16 აპრილს გამართული პრეზენტაციისას დაანონსებულმა ამ სიახლემ ბევრი კითხვა გააჩინა.

უწყების განმარტებით, ავტომანქანის მფლობელი, მაგრამ მართვის მოწმობის არ მქონე პირი, დარღვევისას თავად დაჯარიმდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭესთან სხვა იჯდება. მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით მართვის მოწმობაზე ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამოაკლდებათ. იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მანქანების შემთხვევაში, სიჩქარის გადაჭარბებაზე შესაძლოა, კომპანია არ დაჯარიმდეს და სანქციები მძღოლს დაეკისროს.


სტუმარი: ბექა ლილუაშვილი - შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი