10.სექტემბერი .2019 18:24

ირინა მილორავას ანგარიში

უკან

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, 2013 წლიდან 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით, მოქალაქეებისათვის ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 16 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო კომისიის მიერ შემუშავებული მომსახურების ხარისხის სტანდარტების დარღვევის გამო კომპანიების მიერ მოქალაქეებისთვის გადახდილი კომპენსაციების ჯამმა 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ირინა მილორავამ კომისიის 2013-2019 წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას ისაუბრა. ირინა მილორავას განცხადებით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა.


სტუმარი: ირინა მილორავა - სემეკი; თავმჯდომარე