მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"IOHK"-სა და განათლების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

BM.GE
18.06.19 09:50
994
საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების რეფორმის ფარგლებში პარტნიორობას საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიასთან იწყებს. განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში ბლოკჩეინ-კომპანია "Input Output HK Ltd"-სა (IOHK) და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერა და IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა მოაწერეს. “პროექტი იქნება უნიკალური იმ კუთხით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც იზრუნებს განათლების სისტემა გადავიდეს მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი კომპანია ხდება განათლების სისტემის რეფორმის მხარდამჭერი კონკრეტული ტექნოლოგიებით. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია, ივლისიდან კი ამერიკელ ექსპერტებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყება დანერგვაზე“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას არსებული გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.