მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იძულებულები გავხდით, რადიკალური ზომები მიგვეღო" - ირაკლი ხმალაძე საქმის კურსში

BM.GE
19.06.19 18:35
1111
სამშენებლო სექტორს მშენებლობის პროცესში კანონდაღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ეს არის თბილსის მერიის ახალი ინიციატივა, რომელიც პარლამენტში იქნება წარგენილი. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, იძულებულები გახდნენ, რომ ამ ცვლილებებით რადიკალიზაციაზე წასულიყვნენ. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს შემდეგ დარღვევები: K1 და K2 პარამეტრის დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, რაც ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანაონოდ გაგრძელებას ნიშნავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინიციატივას უკვე გამოეხმაურა კერძო სექტორის ნაწილი, „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ დამფუძნებელის, თორნიკე აბულაძის განცხადებით, ახალ ინიციატივას გაგებით ეკიდებიან.


სტუმარი: ირაკლი ხმალაძე- თბილისის ვიცე-მერი