მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰესის მშენებლობა პანკისში - "ხადორი - 3" ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია

BM.GE
22.04.19 18:22
916
„ხადორი - 3“ ჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. ახლა ჯერი მთავრობასა და ინვესტორზეა, რას შესთავაზებენ პანკისის ხეობის მოსახლეობას ისეთს, რომ ობიექტის მშენებლობა გაგრძელდეს. ეს პრობლემა, რაც ჰიდროელექტროსადგურების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას ეხება, უფრო გლობალურია, ვიდრე პანკისში ერთი მცირე ჰესის პროექტის ირგვლივ განვითარდა. ამიტომ დღეს ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სადაც გუშინ პანკისში განვითარებული მოვლენები შეაფასეს და გამოსავალზე დაიწყეს მსჯელობა.