24.აპრილი.2019 11:28
საქმიანი დილა

გიდების სერთიფიცირება / სასტუმროებისთვის ვარსკვლავების მინიჭება

მაისიდან ქართულ სასტუმროებს Hotelstars Union-ი ვარსკვლავებით შეაფასებს. ამ შეეფასებას საქართველოში ჩამოსული ევროპელი ექსპერტები უზრუნველყოფენ, რომლებიც თავის მხრივ ყველა იმ სასტუმროსთან დაკავშირებით მოამზადებენ დასკვნას, რომელთაც ამის სურვილი ექნებათ. Hotelstars Union, რომელსაც შემუშავებული აქვს სასტუმროების კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა, 2009 წელს შეიქმნა. მისი წევრები არიან: შვედეთი, ჰოლანდია, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ბელგია, დანია, საბერძნეთი, ლიხტენშტეინი და სლოვენია.

საქართველო ფაქტობრივად პირველი იქნება რეგიონიდან რომლის სასტუმროებიც ამ შეფასების სისტემაში მოხვდება და ტურისტებისათვის ეს ცალსახად კარგი გზავნილია.

სტუმარი: ქეთევან მელაძე - “საქართველოს გიდების ასოციაცია” დამფუძნებელი, “Horeka Georgia” დამფუძნებელი