მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანულ-ქართული დღეები

BM.GE
14.06.19 12:36
922
ე.წ. პრესტიჟული პროფესიის არჩევის შემთხვევაში, იმის გაუთვალისწინებლად არის თუ არა შრომის ბაზარზე გამოკვეთილი მოთხოვნა ამ პროფესიის სპეციალისტებზე უმაღლესი განათლების მიღებისას საშუალოდ ადამიანი 4 წელს საკუთარ განათლებაში აკეთებს ინვესტირებას და მხოლოდ 11 ლარით მეტი ხელფასის მიღების პერსექტივა აქვს საშუალო სტატისტიკურად ცხოვრების განმავლობაში ვიდრე მაგალითად რომელიმე ხელობის მცოდნეს. ფორბსის ერთ ერთ საკამოდ დიდი ხნის წინანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სვეტში კორპორაციული მენეჯმენტის გურუდ წოდებული, რიჩ კარლგაარდი წერს, რომ პრობლემა რაც საქართველოშია ამერიკაშიც საკმაოდ მწვავედ დგას და სხვა ბევრ პროფესიულ დისციპლინასთან ერთად, შემდუღებლების დეფიციტია და ამის გამო, ზეგანაკვეთური მუშაობის ჩათვლით, შემდუღებლებს შეუძლიათ, წელიწადში $100,000-ზე მეტი გამოიმუშაონ. შემდუღებელთა დანაკლისი კი იმას მიუთითებს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ბაზარზე უხვად არის და აქტიურ შემდუღებელს შეუძლია, იურისტის მედიანურ ანაზღაურებაზე მეტი გააკეთოს და თან ისე, რომ განათლებაში მასზე გაცილებით ცოტა დააბანდოს.


სტუმრები: ჰუნერტ კნირში - გერმანიის ელჩი საქართველოში;
ირინა აბულაძე - განათლების მინისტრის მოადგილე