მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიფდება თუ არა ინტერნეტი საქართველოში?

BM.GE
21.05.19 23:35
835
გაიფდება თუ არა ინტერნეტი საქართველოში? 2019 წლის პირველი ივლისიდან ზღვრული ტარიფი 1 მბ/წმ-ზე 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კომისია ავრცელებს. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. რას ნიშნავს კომისიის გადაწყვეტილება და როგორ აისახება ის ბაზარზე?