მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთის სამშობიაროს ახალი ინვესტორი ჰყავს

BM.GE
20.06.19 09:12
1873
ფოთის სამშობიარო სამეანო განყოფილებას ახალი ინვესტორი ქუთაისის სამშობიარო სახლი „ ბომონდი“ ჰყავს. msnews.ge-სთან საუბარში სამშობიარო სახლის დირექტორი ნანი მორგოშია ამბობს, რომ ფოთს მალე ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამშობიარო სახლი ექნება, სადაც თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია მოეწყობა. „ ველოდებით რეგულირების სააგენტოდან გადაწყვეტილებას, რომ ახალი თანამედროვედ აღჭურვილი, ლაბორატორია ჩამოგვიტანონ, ასევე უნდა გადმოგვცენ სასწრაფო დახმარების მანქანა. 8 თვის შემდეგ, როდესაც გაიხსნება ახალი სამშობიარო სახლი მოხდება ახალი მედ-პეროსნალით დაკომპლექტებაც, თუმცა ძირითადი ბირთვი მაინც არსებული კოლექტივისგან იქნება შემდგარი“-განაცხადა მორგოშიამ.ფოთის სამეანო განყოფილებას საქმიანობის უფლება 2019 წლის 15 თებერვალს შეუჩერდა, მიზეზად სტანდარტებთან შეუსაბამო პირობები დასახელდა.