მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფოთელები სახლების წინ მდებარე ქარხნების არსებობას აპროტესტებენ

BM.GE
24.05.19 09:32
827
ფოთელები, msnews.ge -სთან კვლავ მათ გაუსაძლის ცხოვრებაზე საუბრობენ. ისინი თავიანთი სახლების წინ მდებარე მეტალურგიული ქარხნის და “კავკასიან მეტალს ტერმიანალის” არსებობას აპროტესტებენ . მოსახლეობის თქმით, ძნელია იცხოვრო მსგავს პირობებში, როდესაც არ იცი რა დროს რა დაგემართება, მათი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დგას. როგორც ამ ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, წლების წინ, როდესაც აქ დასახლდნენ, ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა გარემო იყო შექმნილი, მას შემდეგ კი, რაც ქარხნები გაშენდა, აქ სუნთქვაც კი გაძნელდა. ჭავჭავაძის ქუჩაზე მაცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ მათ ჰქონდეთ ორგანიზმში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი. როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, ფოთში ეტაპობრივად ატარებს ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორულ გაზომვებს, რომლის საშუალებით განისაზღვრება ოზონის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების შემცველობები. მსგავსი გაზომვები ქალაქში 2018 წელსაც განხორციელდა. გაზომვები ტარდებოდა 3 წერტილში. სულ ჩატარდა 20 ინდიკატორული გაზომვა, აქედან აზოტის დიოქსიდის — 12, გოგირდის დიოქსიდის — 2, ხოლო ოზონის 6 გაზომვა. ოთხივე ეტაპის შედეგების მიხედვით ოზონის, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების კონცენტრაციების შესაბამის ნორმებზე გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.



http://msnews.ge/news/3963/.