მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

BM.GE
25.04.19 09:14
677
Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის. Final Frontier-ის ახალი პროდუქტი ინვესტორებს ბიტკოინის მოპოვებაზე წვდომას მისცემს. პროექტზე Bitfury ჯგუფის გამოცდილმა ინჟინრებმა იმუშავეს. შედეგად, დაინტერესებულ მხარეებს საშულება ექნებათ არამხოლოდ გამოიმუშავონ ბიტკოინი, არამედ მოგება ნახონ მის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებითაც. ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის მუდამ რისკად რჩებოდა ბიტკოინის მოპოვებაში ინვესტირება, ტექნოლოგიური, ლოგისტიკური და ფინანსური რისკების გამო. ახლადშექმნილი ფონდის მეშვეობით კი ეს გამოწვევები გადაილახება, რადგან ბიტკოინის მოპოვებაზე წვდომა ევროპული იურისდიქციით იქნება აღიარებული. თავის მხრივ ფონდის მხრიდან ინვესტირება Bitfury-ის ისეთ პლატფორმებში მოხდება, რომლებიც მინიმალურ ელექტროენერგიას საჭიროებენ. "Final Frontier-სა და Bitfury-ს შორის ახალი თანამშრომლობა იწყება, რომელიც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ინვესტორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - ამბობს ვალერი ვავილოვი, Bitfury-ს დამფუძნებელი.