მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფასდაკლებული სერვისის ხარისხის შეფასება

BM.GE
14.06.19 09:57
714
ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ, ონლაინ პლატფორმის საშუალებით ფასდაკლებების მიღება ქართველი ინტერნეტ მომხმარებლისთვის სიახლე იყო. თუმცა, ბაზარი სწრაფად განვითარდა და მომხმარებლები ფასდაკლებების მისაღებად სპეციალურ ვებგვერდებზე სტუმრობას მიეჩვივნენ. მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაჩნდა სხვა გამოწვევებიც: ფასდაკლებასთან ერთად, ხომ არ იცვლება გაწეული მომსახურების დონე და რამდენად შეესაბამება ფასდაკლებული სერვისი ორიგინალ ფასში გაწეული სერვისის ხარისხს? ფაქტია, რომ უხარისხოდ გაწეული სერვისი აზარალებს არამხოლოდ მომსახურე კომპანიას, არამედ იმ პლატფორმასაც, სადაც მომხმარებელმა ფასდაკლება შეიძინა. როგორ იცავენ ფასდაკლებების ონლაინ პლატფორმები საკუთარ რეპუტაციას, როგორ აიძუებენ კომპანიებს საინტერესო და ხარისხიანი პროდუქციის განთავსებას და რამდენად არის დაცული მომხმარებელთა უფლებები?



სტუმრები: თათული ზაკალაშვილი - Hotsale-ის დირექტორი;
მარიამ სოსელია - Hotsale-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი