მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფართომასშტაბიანი საცხოვრებელი კომპლექსის "მწვანე ალმასის" მეორე ეტაპი დასრულდა

BM.GE
18.06.19 13:24
937
დიღომში კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ $112 მლნ-იანი „მწვანე ალმასის“ საცხოვრებელი კომპლექსის მეორე ეტაპი დაასრულა. როგორც Bm.ge-ს კომპანიაში განუცხდეს, „მწვანე ალმასის“ პროექტი სულ სამი ეტაპისგან შედგება და ჯამში მშენებლობის სამივე ეტაპი 70.000 კვ.მ ფართობს მოიცავს. რაც შეეხება პირველ ეტაპს ის 2016 წლის 28 მაისს დასრულდა. საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ დიღომში, ოლიმპიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია განთავსებული.