14.ივნისი .2019 12:55

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა თეთრიწყაროს სოფლების განვითარებისთვის

333
უკან

სოციალური და მუნიციპალური სერვისები, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, გარემოს დაცვა და სხვა სოციალურ-ეკონომიკური სფეროები, ეს ის არასასოფლო-სამეურნეო აქტივობებია, რაც ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფინანსური დახმარებით მასშტაბურ სახეს იღებს. საქართველოს 12 საპილოტე მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი ინერგება. რვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფები შეიქმნა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაც უკვე შემუშავდა. პირველ ეტაპზე, ევროკავშირმა განვითარების 360-ზე მეტი ინიციატოვა დააფინანსა. აღნიშნული ბიზნეს ინიციატივები დღეისათვის 1000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს ასაქმებს და 10 ათასზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.