19.ივლისი.2019 12:26
საქმიანი დილა

ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის

„საქსტატის“ მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 42%-ი სოფლად ცხოვრობს, ხოლო 48%-ი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შესაბამისად ქვეყანაში დასაქმების ზრდის, სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის სოფლის განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ სექტორის ზრდასა და გაძლიერებაში ევროკავშირი საქართველოს ევროპის სამეზობლო პროგრამა „ენპარდით“ ეხმარება. საქართველოს 12 საპილოტე მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი ინერგება. რვა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების ჯგუფები შეიქმნა და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაც უკვე შემუშავდა.