მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოდამოუკიდებლობის საფრთხეები

BM.GE
23.04.19 10:00
602
ენერგეტიკის სფეროში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის ორგანიზებით რამდენიმე დღის წინ კონფერენციაც გაიმართა, სადაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ დარგის ექსპერტები და ეკონომისტები. შეხვედრის მთავარი თემა იყო ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების მოსალოდნელი გავლენა ბაზრის მონაწილეებზე, ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი გავლენა საინვესტიციო გარემოზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სინონიმებია“ და რომ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მოსახლეობის გახშირებულ პროტესტს მათთან აქტიური კომუნიკაციით უნდა უპასუხონ. თურნავამ პირობა დადო, რომ ყველა სოფელს, დაბას და ოჯახს ექსტუმრებიან და ყველას აუხსნიან იმას, თუ რა სარგებელის მოტანა შეუძლია ჰესებს და რამდენად მნიშვნელოვანია მისი განხორციელება ქვეყნისთვის.

ამავე თემაზე პანკისში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მრგვალ მაგიდასთან შეკრება გამართა „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამაც“.


სტუმარი: ლევან ვეფხვაძე - „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე