მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ომი ირანის წინააღმდეგ

BM.GE
03.05.19 23:41
1096
ზეწოლა ირანზე და უკმაცრესი ემბარგო, რომელიც ქვეყანას  რეცესიის პირას მიჰყავს- შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეღავათს ირანზე, რომელითაც 8 ქვეყანა, ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, თურქეთი, იტალია და საბერძნეთი სარგებლობდა, ვადა ამოეწურა და ხუთშაბათიდან შეზღუდვების ტალღა სრულიად ამოქემდდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ემბარგო   გავლენას ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე, უმთავრესად კი, ნავთობის ექსპორტსა და საბანკო სფეროზე მოახდენს. სანქიცები  ასევე აშშ-ში მომუშავე იმ კომპანიებსაც ეხება, რომლებიც ირანთან ვაჭრობას გადაწყვეტენ. ამას გარდა, ქვეყნები, რომელიც ირანთან ყოველგვარ ბიზნეს ურთიერთობას აწარმოებენ, ამერიკულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე ვეღარასდროს შეძლებენ.