მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ის საკრედიტო ხაზი და გრანტი ქართული ბიზნესისთვის

BM.GE
13.05.19 15:08
960
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, რაც საქართველოში მოქმედ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს ყოველგვარი სავაჭრო ბარიერების გარეშე ჰქონდეთ წვდომა მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებთან. ევროკავშირთან ექსპორტი იზრდება, თუმცა იმისთვის, რომ ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს, ევროკავშირი და ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკი კერძო სექტორისთვის წამახალისებელ მექანიზმს ქმნის.


EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი, რომელიც ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივი ინიციატივაა და რომლის მიზანია ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ინვესტიციების დაფინანსება. საკრედიტო ხაზი მოიცავს თანხის უკან დაბრუნების მექანიზმსაც წამახალისებელი გრანტების სახით.

რა სარგებლობა მოაქვს პროექტს ქართველი ბენეფიციარებისთვის?