მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლები გაიზარდა

BM.GE
23.07.19 11:44
719
დაცული ტერიტორიების სააგენტო საკუთარ შემოსავლებს წარმოადგენს ტურისტული სერვისებიდან, იჯარიდან, ტყითსარგებლობის კომპენსაციიდან და საშეშე მერქნის გაცემიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავლები. როგორ იზრდება ამ ყველა მიმართულებიდან შემოსავლები, რა პროგრესსთან და გამოწვევებთან გვაქვს საქმე ამაზე სტუმართან ერტად ვისაუბრებთ. თუმცა იქამდე მშრალი რიცხვები ანგარიშის მიხედვით უნდა წარვადგინოთ და სურათი ასე გამოიყურება.

ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები მიმდინარე წლის 6 თვეში 30% -ით გაიზარდა და 2 662 022 ლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 044 436 ლარი იყო.

გაზრდილია იჯარიდან მიღებული შემოსავლებიც. ზრდა წინა წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებით 32%-ია. მიმდინარე წლის 6 თვეში სააგენტომ იჯარიდან 211 363 ლარი მიიღო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 160 237 ლარი იყო.

ტყითსარგებლობის კომპენსაცია და საშეშე მერქნის გაცემის მომსახურებაში შემოსავლები გაიზარდა 12-ჯერ (2018 წ 6 თვე - 65 765 ლარი, 2019 წ 6 თვე - 763 585 ლარი).

სხვა სახის შემოსავლები გაიზარდა 7%-ით (2018 წ 6 თვე 128 543 ლარი, 2019 წ 6 თვე - 137 752 ლარი).

სტუმრები: მაია სიდამონიძე - "პროთრეველ ჯორჯია", მმართველი პართნიორი.
ნიკო თევდორაშვილი - დაცული ტერიტორიების საგენტო, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი