მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დააფინანსა თუ არა საზმაუმ სტარტაპები?

BM.GE
22.05.19 18:52
794
საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე აცხადებს, რომ საზმაუში სტარტაპების დაფინანსების პროექტი არ დაწყებულა. ამის შესახებ მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. დეპუტატები რომან კაკულია და კახა კუჭავა დაინტერესდნენ, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სტარატპების დაფინანსების უფლება მიეცა, რა არის განხორციელებული ამ მიმართულებით, რადგანაც თავის დროზე, როდესაც პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შევიდა, ამ ნაწილს განსაკუთრებული დაპირისპირება მოჰყვა;


სტუმარი: რომან კაკულია - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელი