მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Coca-Cola Bottlers Georgia - ახალი ეტაპი - თემურ ჭყონიას გეგმები მუხრანის ველზე

BM.GE
22.07.19 14:52
1988
თემურ ჭყონიამ ამერიკული ოცნების ახდენა საბჭოთა კავშირში დაიწყო. დაბალი მოსწრების სტუდენტმა მოსკოვის რიგითი პურის ქარხნის რიგითი მუშის პოზიციიდან ლიმონათის ქარხნის მთავარ ინჟინრობამდე გაიკვლია გზა, შემდეგ კი საქართველოში „კოკა-კოლას“ ჩამოსხმის ლიცენზია მიიღო. „კოკა-კოლას“ ამერიკის მეორე „სიმბოლო“ - „მაკდონალდსი“ მოჰყვა. მისი წარმატების ფორმულა ამერიკაზე ძველია: „მომენტების შეჩერება და გამოყენება უნდა შეძლო“. ასე იწყება საქართველოში ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესის შემქმნელის ფორბსული ისტორია, რომელის ახალი მომენტებით და გამოყენებული შანსებით გრძელდება.

„კოკა-კოლას“ ახალი ქარხნის მშენებლობა მუხრანის ველზე, 2018 წლის მარტში დაიწყო და მისი დასრულება 2019 წლის დეკემბერში იგეგმება. ეს ნამდვილად იქნება მასშტაბური პროექტი, რომლის განსახორციელებლად 22 მილიონი ევრო დაიხარჯება. ახალი ქარხანა 55 ათას კვადრატულ მეტრზე განთავსდება, აქედან 28 ათას კვადრატულ მეტრზე უშუალოდ ქარხნის დახურული ნაწილი იქნება. ახალ ქარხანაში „კოკა-კოლას“ მუზეუმიც განთავსდება, რომელშიც თავს საქართველოში ბრენდის ისტორიის შესახებ მასალებს მოუყრიან.