მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომში სეტყვისგან მიყენებული ზარალი შეისწავლეს და ზარალის მოცულობა არ დადგენილა

BM.GE
14.06.19 09:59
830
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ბორჯომში 11 კორპუსისა და კერძო სახლების სახურავები დაზიანდა. მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისმა კომისიამ შედეგები უკვე შეაფასა და ზარალის ოდენობა დიდია. ბორჯომში ძლიერი სტიქია შვიდ ივნისს იყო. უხვმა ნალექმა ქუჩები და ეზოები დატბორა, სეტყვის შედეგად კი საცხოვრებლების სახურავები დაზიანდა. ამ ეტაპზე, ბორჯომის მერიაში 27 განცხადებაა შესული. ადგილობრივები, ძირითადად, საცხოვრებლების სახურავის შეკეთებას ითხოვენ. სტიქიის შემდეგ, დაზიანდა 11 კორპუსისა და კერძო საცხოვრებლის სახურავები. თვითმმართველობაში ვერ საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა თანხა იქნება საჭირო ზიანის ასანაზღაურებლად. ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე განმარტავს, რომ ზარალი დიდია: „შევისწავლეთ ყველა შემთხვევა. დაახლოებით ორ დღეში გვეცოდინება ზუსტი თანხა. ყველას დავეხმარებით, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტით, სავარაუდოდ, ვერ მოვერევით ამას. ამიტომ ახლა მიდის მუშაობა, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდანაც გამოიყოს დახმარება“.