მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბორჯომის ბიუჯეტი 268 000 ლარით გაიზარდა

BM.GE
27.05.19 10:28
788
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 268 000 ლარით გაიზარდა და მთლიანობაში 31 მილიონ 500 000 ლარი შეადგინა. დეპუტატებმა სულ 11 საკითხი განიხილეს. მათ შორის, ცენტრალური პარკის, დასუფთავების, გამწვანების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია საკურორტო სეზონის მზადებასთან დაკავშირებით.