მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლნისელი მეღვინეების წარმატება WineExpo 2019-ზე

BM.GE
17.06.19 11:05
840
ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და 16 ბრინჯაოს მედალი. ასეთი შედეგი დადეს 13-15 ივნისს საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენაზე ბოლნისელმა მეღვინეებმა. კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით წელს საერთაშორისო ჟიურის წინაშე საკუთარი ღვინო 17-მა საოჯახო ტიპის მარანმა წარადგინა. ყველა საერტაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით დაყენებულ ევროპულ ღვინოებთან ერთად, ბოლნისში ღვინის უძველესი, ქვევრში დაყენების ტრადიციას უბრუნდებიან.


სტუმრები: ამირან ქართველიშვილი - "არემჯი", აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;
გურამ ავქოფაშვილი - მეღვინეთა გაერთიანება "ღვინო ბოლნისი", დამფუძნებელი