მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

boe.ge - საქართველოს ბანკმა ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა შექმნა

BM.GE
16.04.19 18:21
808
საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა boe.ge შექმნა, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებზე, ონლაინ და ფიზიკურ სასწავლო სივრცეებზე სტუდენტებისა თუ აბიტურიენტებისთვის. ბანკმა ასევე Impact Hub Tbilis-თან ერთად ახალგაზრდა სოციალური მეწარმეებისთვის სპეციალური კონკურსის Social Impact Award 2019-ზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროექტი რამდენიმე წელია საქართველოს ბანკის დახმარებით ხორციელდება და ის ფინალისტებისთვის სოციალური მეწარმეების საერთაშორისო სამიტზე დასწრებას და სტარტეპების განვითარებას ითვალისწინებს.