მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#BMG4STARTUP - Feedback სისტემა, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის კონტაქტს ამარტივებს

BM.GE
09.08.19 00:08
1107
სტარტაპი „მოქალაქე“ არის ყოველდღიური პრობლემების Feedback სისტემა სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის კონტაქტის გასამარტივებლად. აპლიკაცია, განკუთვნილია მოქალაქისთვის და სახელმწიფო სამსახურებისთვის. პლატფორმის დახმარებით ნებისმიერი მოქალაქე 1 წუთში შეძლებს პრობლემის თაობაზე განცხადების გაგზავნას, სადაც ეს ინფორმაცია დამუშავდება. გარდა ამისა, მას სხვა დანიშნულებაც აქვს, აპლიკაციას შეუძლია შეგვატყობინოს მოსალოდნელი სტიქიის ან ეპიდემიის გავრცელების შესახებ - თუ თბილისში 50-მა ადამიანმა განაცხადა წითელას დაფიქსირების შესახებ სისტემა ავტომატურად შეატყობინებს თბილისში მაცხოვრებლებს რომ მიიღონ საჭირო ზომები.


ანრი გიორგანაშვილი - "მოქალაქე"-ს დამფუძნებელი