მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესომბუდსმენს ყველაზე ხშირად ფინანსთა სამინისტროსთან შუამდგომლობას სთხოვენ

BM.GE
17.07.19 14:38
827
ბიზნესომბუდსმენის აპარატში მიმართვიანობის 40% წარმოებასა და საცალო და საბითუმო ვაჭრობის სფეროებში დასაქმებული კომპანიების მხრიდან ფიქსირდება. აპარატში შესული განცხადებების უმრავლესობა თბილისიდანაა- 60%, შემდეგ მოდის აჭარა - 20%-ით. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად კომპანიები ბიზნესომბუდსმენის აპარატს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მასში შემავალ სხვადასხვა უწყებებთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართავენ. ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მედიას აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა.


სტუმარი: ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესომბუდსმენი