მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხის საბავშვო ბაღებსა და სკოლაში ენერგოეფექტურობის პროექტი დაიწყება

BM.GE
17.07.19 09:41
663
ახალციხის N1, N3, N5, N6 საბავშვო ბაგა-ბაღებისა და N7 საჯარო სკოლის შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის გამოყენებისათვის პროექტი განხორციელდება. ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 321 300 ლარზე აცხადებს. სამუშაოების მიზანი, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება და პერსონალის და მოსწავლეთა პირობების გაუმჯობესებაა, რასაც ენერგოდამზოგავი ღონისძიებების დანერგვით მიაღწევენ. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ენერგოეფექტურობის შენობებში დანერგვა, ბიუჯეტის სახსრების დაზოგვასა და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირებას შეუწყობს ხელს. შენობებში შესასრულებელი სამუშაოები, ძირითადად, კედლების, სხვენის, ჭერისა და იატაკის თბოიზოლაციას ეხება.