09.სექტემბერი .2019 23:59

ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაურის წინააღმდეგ სპეციალურ მექანიზმები შეიმუშავეს

113
უკან

საფრანგეთში ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაურის წინააღმდეგ სპეციალურ მექანიზმებს ამუშავებენ. პარიზთან ახლოს ორლის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ ხმაურის რადარები გამოჩნდა, ჭკვიანი მოწყობილობა, ავტომობილების ხმაურს გაზომავს და თუ ის მთავრობის მიერ დადგენილ ნორმებს აღემეტება, ტრანსპორტის მძღოლებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ. იდეის ავტორები აცხადებენ, რომ ამ გზით ადგილობრივებს ხმაურისგან დაიცავენ, რომელიც მათ დისკომფორტს უქმნის.