მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასპინძის მერია ასაწყობ სცენაში 39 800 ლარს იხდის

BM.GE
17.05.19 09:43
946
ასპინძის მერია ასაწყობი სცენის შეძენას 39 800 ლარის ფარგლებში გეგმავს. ასპინძის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, 120 კვ.მ–ის ასაწყობი სცენა სხვადასხვა ღონისძიებისთვის იქნება განკუთვნილი. „აქამდე სცენას ფიცრებით ვაშენებდით, მაგრამ ფიცარიც აღარ გვაქვს და ამიტომ ასაწყობ, ალუმინის სცენას შევიძენთ. ეს განკუთვნილი იქნება ნებისმიერი სახალხო ღონისძიებისთვის, რომელიც მუნიციპალიტეტში გაიმართება“, – ამბობს ოთარ ცინაძე. ასპინძის მერიის მიერ სცენის შესაძენად ტენდერი 14 მაისს, 39 800 ლარზე გამოცხადდა. წინადადების მიღება 22 მაისს სრულდება.სცენა გადახურული არ იქნება. ოთარ ცინაძის განმარტებით, ასაწყობი სცენის შეძენა 26 მაისის ღონისძიებებისთვის ვერ მოესწრება.


http://sknews.ge/index.php?newsid=22610.