მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასპინძაში სასაფლაოს შემოღობვა მიმდინარეობს

BM.GE
24.06.19 09:11
735
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში სასაფლაოს შემოღობვა სოფელ მირაშხანში მიმდინარეობს. სახელშეკრულებო თანხა 9 168 ლარს შეადგენს. სოფელ თმოგვში, ასევე სასაფლაო იღობება. სამუშაოებს შპს ,,ვერთაყანა“ 17 797 ლარის ფარგლებში ასრულებ. სოფელი ფიაში, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც ი/მ ,,თამაზ მაისურაძე’’ 16 438 ლარად ახორციელებს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.


 http://sknews.ge/index.php?newsid=23205.