10.სექტემბერი .2019 00:00

აშშ-ის გეგმები ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე

უკან

რუსული ბაზრის არასტაბილურობის ფონზე, ამერიკული მხარე საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში ინვესტირებას გეგმავს. ამ მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კონგრესმენები და კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის უმსხვილეს კომპანიებთან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ბოლერო“ მემორანდუმს გააფორმებს, რაც ქართულ-ამერიკული ბრენდის ჩამოყალიბების და ამერიკაში საბრენდე სპირტის ექსპორტის დაწყების წინაპირობა გახდება. გარდა ამისა, დელგაციის წევრებს შორის არის ფრანგული კომპანია „ტესსანდიე ეთ ფილს“, რომლიც „ბოლეროს“ ბიზნესჯგუფთან 25 წლიან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს. ოფიციალურ დოკუმენტებს ხელი ხვალ მოეწერება.