მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აბასთუმანში ტურისტული სეზონი გაიხსნა

BM.GE
21.05.19 09:25
789
აბასთუმანში ტურისტული სეზონი გაიხსნა, ადგილობრივები შიშობენ, რომ კურორტში მიმდინარე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წელს ცოტა დამსვენებელი ეყოლებათ. კურორტს ყველაზე მეტი დამსვენებელი მაისსა და ივნისში სტუმრობს. ადგილობრივი ზაურ სახელაშვილი ფიქრობს, რომ დამსვენებლების ჩამოსვლას, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სამშენებლო პროცესები შეაფერხებს. წელს პირველად ტურისტული სეზონი აბასთუმანში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. 15 მაისს კურორტის ცენტრალურ პარკ „როშაში“ გამართულ ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად, ადიგენის და რეგიონის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. აბასთუმანში ერთი ღამით ბინის დაქირავება 30–დან 100 ლარამდეა. განსხვავებული ფასებია სასტუმროებში, მაგალითად „აბასთუმანი რეზიდენსში“ ერთი ნომრის ფასი 190–300 ლარია. აბასთუმანში, კურორტის ცენტრალურ ქუჩაზე 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. გარდა ამისა მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობაც.


http://sknews.ge/index.php?newsid=22704.