25.აპრილი .2019 09:13

50 მსხვილი კომპანიის სია, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებენ

230
უკან

Forbes მსოფლიოს იმ 50 მსხვილი კომპანიის სიას აქვეყნებს, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებენ. გამოცემამ გასულ წელს პირველად გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებიც ბლოკჩეინ შესაძლებლობებს სწავლობდნენ. ამჯერად კი Forbes იმ პლატფორმებსაც ასახელებს, რომლებსაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები იყენებენ. მათგან რამდენიმე საქართველოშიცაა წარმოდგენილი. სიაში მოხვდა Bitfury ჯგუფი, რომელიც მსოფლიოში ბიტკოინ მაინინგის ინფრასტრუქტურისა და სერვისის უმსხვილესი მიმწოდებელია. კომპანია წლებია საქართველოშიც არის წარმოდგენილი. თავდაპირველად ქართულ ბაზარზე კომპანიამ პირველი მეგამონაცემთა ცენტრი ააშენა, მალევე კი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში ქონების რეგისტრაციის პროექტი დაიწყო.