მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წლის ბოლომდე საქართველოს ტურისტულ მარკეტინგზე 10 მლნ ლარი დაიხარჯება

BM.GE
12.07.19 18:26
885
1.5 მლრდ დოლარი - ეს ის თანხაა, რომელიც საქართველომ 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლის სახით უკვე მიიღო. პუტინის ავიასანქციების შემდეგ ცოტა რთულია პროგნოზის გაკეთება რამდენი მილიონი ან მილიარდი დაემატება ამას წლის ბოლომდე. უფრო ადვილია დავთვალოთ რამდენი შეიძლება დააკლდეს. ფორბსი ასეც მოიქცა და მისმა ავტორმა ბესო ნამჩავაძემ ასეთი პროგნოზი შემოგვთავაზა - 2019 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 250 ათასი ტურისტით ნაკლები შემოვა, ვიდრე სანქციების არარსებობის პირობებში შემოვიდოდა და მთლიანი დანაკარგი 125 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.


მისი ეს პროგნოზი ოფიციალური რიცხვების ანალიზს ეყრდნობა: რუსეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების 70 სახმელეთო ტრანსპორტით, 1% საზღვაო გზით და 29% საჰაერო გზით შემოდის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევის მიხედვით, 2018 წელს ერთმა რუსმა ტურისტმა საქართველოში საშუალოდ 1326 ლარი დახარჯა, რაც 2018 წელს დაახლოებით 500 დოლარი იყო. გამოდის, რომ ყველა რუსმა ტურისტმა ერთად 2018 წელს საქართველოში დაახლოებით 700 მლნ დოლარი დახარჯა (საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%). თუ დავუშვებთ, რომ რუსეთიდან ტურიზმის შეზღუდვა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით შემოსვლას შეეხება და საჰაერო ტრანსპორტით შემომსვლელები სახმელეთო გზით არ ისარგებლებენ, 2019 წლის მეორე ნახევარში დაახლოებით 250 ათასი ტურისტით ნაკლები შემოვა, ვიდრე სანქციების არარსებობის პირობებში შემოვიდოდა. რადგან ერთი ტურისტი საშუალოდ 500 დოლარს ხარჯავს, მთლიანი დანაკარგი 125 მლნ დოლარი იქნება. თუ რუსეთი მოახერხებს და სრულად შეაჩერებს ტურიზმს (თუმცა ამის ალბათობა ძალიან დაბალია), მაშინ წელს დანაკლისი 400 მლნ დოლარამდე გაიზრდება.