09.სექტემბერი .2019 23:35

2019-II კვარტალი - აგვისტოს ომის შემდგომ, საქართველოში FDI-ს ასეთი ვარდნა არ ყოფილა

უკან

187 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2019 წლის მეორე კვარტალში - კლება 54%-იანი. აგვისტოს ომის შემდგომ, საქართველოში FDI-ის ასეთი ვარდნა არ ყოფილა. ქვეყნების მიხედვით უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას თუ შევხედავთ, საქართველოს ტოპ-ინვესტორებში ყველაზე დიდი წილი მოდის ნიდერლანდებზე ოფშორების ხარჯზე, შემდეგ მოდის მეზობელი თურქეთი, აშშ და აზერბაიჯანი, საიდანაც კლებაა. კლებაა ასევე ძირითად სექტორებშიც - ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, ასევე უძრავ ქონებაში. ზრდა კი, სასტუმროებსა და დამამუშავებელ მრეწველობაშია. საქსტატში კლების ძირითად მიზეზებს შორის გამოყოფენ  მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას და რეინვესტიციის მოცულობის კლებას. ეს უკანასკნელი საანგარიშო პერიოდში განახევრებულია.