25.ივნისი.2018 13:27
სოფლის მეურნეობა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 810 კოოპერატივს შეუწყდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 810 კოოპერატივს შეუწყდა
ამჟამად საქართველოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რაოდენობა 1257 -ია, - ამის შესახებ Bm.ge-ს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში განუცხადეს.

2014 წლის 7 მარტს გამოიცა პირველი ბრძანება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ და დღეის, (25.06.2018) მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, სულ რეგისტრირებულია 1257 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ ხორცილდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგი, რაც გულისხმობს კოოპერატივების საქმიანობის შესაბამისობის დადგენას „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ჯამში 2014 წლიდან დღემდე, გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგი, 1574 კოოპერატივში განხორციელდა. მათ მიეცათ რეკომენდაცია, გამოვლენილი ხარვეზები კანონით დადგენილი ვადებში გამოესწორებინათ. თუმცა, გამოუსწორებელი ხარვეზების შედეგად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 810 კოოპერატივს შეუწყდა.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში კოოპერატივი აგრძელებს საქმიანობას, თუმცა მისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები და საგადასახადო შეღავათები, რითაც სტატუსის მქონე კოოპერატივები სარგებლობენ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელსაც შეუწყდა სტატუსი, მაგრამ აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, უფლება აქვს სტატუსის მისაღებად ხელმეორედ მიმართოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს. არსებული ხარვეზების გამოსწორების შემდეგ, მათ სტატუსი აღუდგებათ",  -  განუცხადეს Bm.ge-ს სააგენტოში.
ავტორი: მაია ბიწაძე

09.ივლისი.2018 11:39
181

"მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია"

ვრცლად
05.ივლისი.2018 16:50
181

ISET: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შემცირდა

ვრცლად
03.ივლისი.2018 17:30
181

საქართველოში რძის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება

ვრცლად
27.ივნისი.2018 16:28
181

"ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს"

ვრცლად
26.ივნისი.2018 13:15
181

"თუ გვინდა მაღალი ხარისხის მოსავალი, ვერ გავექცევით პესტიციდების გამოყენებას"

ვრცლად
22.ივნისი.2018 09:20
181

ცვლილებები, რომლებსაც ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამაში ითხოვენ

ვრცლად