03.ივლისი.2018 17:30
სოფლის მეურნეობა

საქართველოში რძის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება

საქართველოში რძის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული  საწარმო  აშენდება
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარე წელს „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება მათ შორის ერთი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ გვესოს ფერმა“ თხის ყველის წარმოებას გეგმავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 280-ზე მეტ მეპაიეს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს საწარმოო ციკლის ფარგლებში კოოპერატივების მეპაიეების შემოსავლების ზრდას.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „გვესოს ფერმას“ გადაეცემა თხის 12 ადგილიანი საწველი და ყველის დამამზადებელი რძის საწარმოო აღჭურვილობა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების შექმნის სტიმულირება“, - განმარტავენ უწყებაში.

09.ივლისი.2018 11:39
181

"მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია"

ვრცლად
05.ივლისი.2018 16:50
181

ISET: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შემცირდა

ვრცლად
27.ივნისი.2018 16:28
181

"ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს"

ვრცლად
26.ივნისი.2018 13:15
181

"თუ გვინდა მაღალი ხარისხის მოსავალი, ვერ გავექცევით პესტიციდების გამოყენებას"

ვრცლად
25.ივნისი.2018 13:27
181

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 810 კოოპერატივს შეუწყდა

ვრცლად
22.ივნისი.2018 09:20
181

ცვლილებები, რომლებსაც ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამაში ითხოვენ

ვრცლად