20.ივნისი.2018 16:56
სოფლის მეურნეობა

რა შედეგს მოიტანს რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლება?

რა შედეგს მოიტანს რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლება?
გარდამავალი მთავრობის ინიციატივა ნედლი რძის ნაწარმის დღგ-სგან გათავისუფლდების შესახებ ნატურალურ რძეზე ფასს გაზრდის. ეს ვარაუდი „ნატურალ+ „-ის წარმომადგენელმა გიორგი ბალესიაშვილი „საქმის კურსში“ სტუმრობის დროს გამოთქვა.

"თუ ადგილობრივმა მწარმოებლებმა ფასი არ დააკლეს, ეს გაზრდის ნედლ რძეზე მოთხოვნას, თუმცა საქართველოში არ გვაქვს დიდი რაოდენობით ნედლი რძე, ეს გამოიწვევს ნედლ რძეზე ფასების ზრდას, შესაბამისად ეფექტი ექნება შემდეგი რომ, ის 18% რომელიც გამოუთავისუფლდება მწარმოებელს, გადაინაცვლებს ფერმერის ჯიბეში. ეს რასაკვირველია ფერმის განვითარებისთვის კარგია. მეორე სცენარსაც განვიხილავ- როცა მწარმოებლები ფასს არ დააკლებენ და გაზრდიან მარჟას, ეს გამოიწვევს სხვა მწარმოებლების დაინტერესებას, სხვასაც მოუნდება რომ აწარმოოს ნედლ რძეზე დამზადებული რძის პროდუქტები. ამის შედეგად გაჯერდება ბაზარი, უფრო მეტი ნედლ რძეზე დამზადებული პროდუქტი გაჩნდება ბაზარზე და ეს ავტომატურად დააგდებს ფასს ამ პროდუქტზე", - განაცხადა გიორგი ბალესიაშვილმა.

ავტორი: მეგი კავთუაშვილი

09.ივლისი.2018 11:39
181

"მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია"

ვრცლად
05.ივლისი.2018 16:50
181

ISET: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შემცირდა

ვრცლად
03.ივლისი.2018 17:30
181

საქართველოში რძის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება

ვრცლად
27.ივნისი.2018 16:28
181

"ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს"

ვრცლად
26.ივნისი.2018 13:15
181

"თუ გვინდა მაღალი ხარისხის მოსავალი, ვერ გავექცევით პესტიციდების გამოყენებას"

ვრცლად
25.ივნისი.2018 13:27
181

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 810 კოოპერატივს შეუწყდა

ვრცლად