22.ივნისი .2018 09:40

"თუ არ იქნება სახელმწიფო კლინიკები, განვითარება ვერ მოხდება"

974
უკან

თუ არ იქნება სახელმწიფო კლინიკები, განვითარება ვერ მოხდება,- ამის შესახებ bm.ge-ს ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის „რესპუბლიკური სავადმყოფოს“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ განუცხადა.

სახელმწიფო საავადმყოფოს ხელმძღვანელი ჯანდაცვის მინისტრს ეთანხმება და ამბობს, რომ სახელმწიფო-კერძო პარტნიორობით შექმნილი სამედიცინო დაწესებულება საუკეთესო გამოსავალია, რასაც კარგად იყენებს განვითარებული მსოფლიო.

„კერძო კლინიკები დაინტერესებული არიან, იყვნენ მოგებიანები და ისეთი სამედიცინო მომსახურება მიაწოდონ, რომლებიც თვითონ აწყობთ. ფასების რეგულირება მოხდება. არ შეიძლება ერთნაირი თანხა აიღოს ოპერაციაში რესპუბლიკურმა საავადმყოფომ და ზოგიერთმა კერძო კლინიკამ, რადგან აქ ოპერაციაზე უფრო მეტი თანხაა საჭირო - ვენტილაციაა, გათბობაა, სტუდეტებია, რომლებმაც უნდა ისწავლონ და ეს ყველაფერი ხარჯთან არის დაკავშირებული“,- აცხადებს ავთანდილ იმედაძე.