04.ივლისი.2018 11:57
ჯანდაცვა

ექიმების საქმიანობის მედიაში გაშუქებას სახელმწიფო არ დაარეგულირებს

ექიმების საქმიანობის მედიაში გაშუქებას სახელმწიფო არ დაარეგულირებს
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მიუღებლად მიიჩნიეს ადმინისტრაციული სასჯელის დაწესება მათთვის, ვინც სასამართლოს გადაწყეტილების ან ექსპერტული დასკვნის გარეშე გაასაჯაროვებს ექიმის მიერ დაშვებულ შეცდომას.

კანონპროექტი „საქართველოს კლინიკების ასოციაციას“ ეკუთვნის და ძირითადად მიმართლი იყო მას მედიის საშუალებებში ექიმის მიერ დაშვებული შეცდომების გაშუაქების სახელმწიფო რეგულაციებზე. კომიტეტის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში შეჭრა ან დარბევა სისხლის სამართლის კოდექსით ისედაც დასჯადი ქმედებაა და მისი ცალკე გამოტანა სხვა პრობლემებს წარმოშობს.

მისივე შეფასებით, მასმედიის საშუალებებით ინფორმაციის გავრცელებისთვის სანქციების დაწესება კონსტიტუციური ნორმების და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგობრივ მიდგომებს წარმოშობს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადების უფლებრივი და სამართლებრივი ნაწილი უფრო მეტ შესწავლას საჭიროებს, შესაბამისად, პირველ ეტაპზე აუცილებელია რისკების დათვლა და გადაწყვეტილების შემდეგ მიღება.

კომიტეტის სხდომაზე საკითხის ირგვლივ გამართული დისკუსია კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ შეაჯამა. მისი განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ ექიმების საქმიანობას ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა არ არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც ექიმის რეპუტაციის დაცვისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებდეს.
კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება წარმოდგენილი ფორმით, არ გაიზიარა.
ავტორი: მეგი კავთუაშვილი

22.ივნისი.2018 09:40
181

"თუ არ იქნება სახელმწიფო კლინიკები, განვითარება ვერ მოხდება"

ვრცლად
21.ივნისი.2018 19:20
181

ანზორ მელია: ამდენი კერძო კლინიკა არ არის საჭირო საქართველოში

ვრცლად
21.ივნისი.2018 19:00
181

"აბსურდულია, რომ რომელიღაც კლინიკები ეტალონურები უნდა გახდნენ"

ვრცლად
21.ივნისი.2018 17:25
181

"სამრეცხაოსა და სარდაფში გახსნილ კლინიკაში შეუძლებელია იყოს მაღალი ხარისხი"

ვრცლად
16.მაისი.2018 12:36
181

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

ვრცლად
16.მაისი.2018 11:43
181

გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება

ვრცლად