22.ივნისი.2018 09:20
სოფლის მეურნეობა

ცვლილებები, რომლებსაც ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამაში ითხოვენ

ცვლილებები, რომლებსაც ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამაში ითხოვენ
ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამის ხარვეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბევრი ნიუანსია, რომლეც დახვეწას საჭიროებს.

"აგროდაზღვევისთვის სახელმწიფოსთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის, რადგან ის სადაზღვევო თანხის ნახევარს გვინაზღაურებს, თუმცა, სადაზღვევო კმპანიების პირობებში ბევრი რამ არის შესაცვლელი, იმისთვის რომ დაზღვევა ფერმერისთვის უფრო მისაღები გახდეს“ - ამის შესახებ Bm.ge-სკომპანია “შალოშვილის მარანის” დამფუძნებელმა, ალექსი შალოშვილმა განუცხადა. შალოშვილი კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში 16 ჰექტარ ვენახს ფლობს, სადაც საფერავის, რქაწითელის, მწვანეს ჯიშის ყურძენია გაშენებული. ვენახში წელიწადში საშუალოდ 150 ტონა მოსავალი მოჰყავთ.

შალოშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ სადაზღვევო კომპანიები ყურძენს არასაბაზრო ღირებულებით აფასებენ. 1 კილოგრამი ყურძენში ისინი 1 -1,20 ლარს იხდიან, მიუხედავად იმისა, რა ჯიშისაა ეს ყურძენი, რაც არასწორია. შესაბამისად, დასეტყვის შემთხვევაში, ზარალის ღირებულება გაცილებით დიდია, ვიდრე მას სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს.

"ზარალი უნდა დაითვალონ საბაზრო ღირებულებით, დანარჩენზე პრეტენზია არ მაქვს. თუმცა, მეორე პრობლემა ისაც არის, რომ სადაზღვევო კომპანია მთლიანი სადაზღვევო თანხის 10%-ს წინასწარ გვახდევინებს, ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც ვენახში სამუშაოებს ვიწყებთ და უამრავი პრობლემაა. ერთ ჰექტარზე 10 ტონა ყურძნის მოსავალს ითვლიან და კილოგრამას ერთ ლარად აფასებენ, ამ შემთხვევაში სადაზღვევო თანხა ჰექტარზე 10 ათასი ლარი გამოდის, რომლის 10% -იც წინასწარ უნდა გადავიხადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ზარალს არ აგვინაზღაურებს“ - აცხადებს შალოშვილი.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ფერმერი საუბრობს, ზარალის ასანაზღაურებელი პერიოდების გათვლაშია. კერძოდ, სადაზღვევო კომპანია დასეტყვილი ვენახის ზარალს მხოლოდ იმ შემთხვევაში ანაზღაურებს, თუ იგი უკვე მსხმოიარეა.

"თუ სეტყვა მანამდე მოვიდა, ვიდრე ვენახში ყურძენი მტევანს გამოიღებს, ზარალს საერთოდ არ გვინაზღაურებენ, რაც არასამართლიანია. მანამდე ვენახში გაწეული ხარჯები მთლიანად წყალში გვეყრება, ჩვენს მიერ გადახდილი მოსავლის ღირებულების 10% კი სადაზღვევო კომპანიას რჩება", - აცხადებს შალოშვილი.

მისივე განმარტებით, ბაზარზე რამდენიმე სადაზღვევო კომპანია არსებობს, თუმცა პირობები ყველას ანალოგიური აქვს.
ავტორი: მაია ბიწაძე

09.ივლისი.2018 11:39
181

"მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია"

ვრცლად
05.ივლისი.2018 16:50
181

ISET: სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება შემცირდა

ვრცლად
03.ივლისი.2018 17:30
181

საქართველოში რძის გადამამუშავებელი 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება

ვრცლად
27.ივნისი.2018 16:28
181

"ყველა პირობა შექმნილია იმისათვის, რომ ატმის სეზონი წარმატებული იყოს"

ვრცლად
26.ივნისი.2018 13:15
181

"თუ გვინდა მაღალი ხარისხის მოსავალი, ვერ გავექცევით პესტიციდების გამოყენებას"

ვრცლად
25.ივნისი.2018 13:27
181

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 810 კოოპერატივს შეუწყდა

ვრცლად