21.ივნისი .2018 19:20

ანზორ მელია: ამდენი კერძო კლინიკა არ არის საჭირო საქართველოში

1321
უკან

ამდენი კერძო კლინიკა არ არის საქართველოში საჭირო, - ამის შესახებ კერძო კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი ანზორ მელია აცხადებს. ასე ეხმაურება ექიმი ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინიციატივას, რომ სახელმწიფო ინვესტიციით უნდა შეიქმნას კლინიკა, რომელიც იქნება ხარისხისა და ფასის განმსაზღვრელი ბაზარზე.

„როგორც წვიმის შემდეგ ტყეში სოკოები მრავლდება, ასე მომრავლდა საყოველთაო ჯანდაცვის შემდეგ კლინიკები, რომელთაც არანაირი მატერიალური და ტექნიკური ბაზა არ გააჩნიათ, ამასთან არ გააჩნია პროფესიონალური ბაზაც.

საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ ჩემმა ზოგიერთმა კოლეგამ, რომლებიც დახარბებული იყვნენ ფულზე, მოძებნა ბიზნესმენები, პარლამენტარები და ხსნის კლინიკებს, სადაც ძალიან მაღალი ფასებია. ეს არ არის სწორი. სახელმწიფო ფულსაც ისე უნდა გაფრთხილება, როგორც საკუთარ ფულს“,- აცხადებს ანზორ მელია.