მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ტურისტულ სექტორს მხარს უჭერს

5d1140eaaa98e
BM.GE
25.06.19 01:06
12035
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა რუსული სანქციების ფონზე საკუთარ twitter-ზე საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა. 

"ჩემმა სამშობლომ, საქართველომ ტურიზმის დარგში, უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ხელშემწყობი პოლიტიკის მეშვეობით, საქართველო გადაიქცა ნამდვილ წარმატების მაგალითად ამ დარგის განვითარებაში,"- საკუთარ twitter-ის გერდზე წერს პოლოლიკაშვილი.

კრემლის მიერ დაანონსებული სანქციების ფონზე საქართველოს ტურისტული სექტორის მხარდამჭერი განცხადებებით უცხოეთში მოღვაწე ქართველები, უცხოელი პოლიტიკოსები და ცნობადი სახეებიც გამოდიან. 

UNWTO გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქვეშ დაფუძნებულ კავშირს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებს შორის ტურიზმის დარგში პარტნიორობის დაახლოებას და ტურიზმის სექტორის გაძლიერებას ემსახურება. 

ორგანიზაციაში 158 ქვეყანა არის გაწევრიანებული. დღეს მისი გენერალური მდივანი საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილია. ის ამ თანამდებობაზე 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. 

საქართველო გაერთიანებული ერების ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა.